Friday 28 October 2011

პროექტი - "დიფუზია"




1)      პროექტის სახელწოდება: დიფუზია.
2)      პროექტის მთავარი იდეა(თემა)1–2წინადადებით:  მოსწავლეებმა შეძლონ დამოუკიდებლად მოიპოვონ ინფორმაცია დიფუზიის  მოვლენის შესახებ, ახსნან ეს მოვლენა და მისი მნიშვნელობა ბუნებაში. ჩაატარონ მარტივი ცდები დიფუზიის მიმდინარეობაზე.
3)      პროექტის აქტუალობა:  მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად ჩაატარონ ცდები დიფუზიის მოვლენასთან დაკავშირებით: აირებში, სითხეებსა და მყარ სხეულებში, რა სარგებლობის ან ზიანის მოტანა შეუძლია ამ მოვლენას.
4)      პროექტის მიზნები:  მოსწავლეთა მიერ ინფორმაციის მოძიების,აღწერის, პრეზენტაციის უნარ–ჩვევების განვითარება.  სხვადასხვა სახის ცდების ჩატარება სითხეებში, აირებსა და მყარ სხეულებში, აგრეთვე ცოდნა იმისა თუ რა როლს თამაშობს ეს მოვლენა ცოცხალ ორგანიზმებსა და პრაქტიკაში.
5)      მონაწილეთა ასაკი:   მე–8 კლასი, 14წლის.
6)      ვადები/ხანგრძლივობ: 1 კვირა.
7)      მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნა:  მოსწავლეებს ეცოდინებათ დიფუზიის მოვლენის ახსნა სამივე აგრეგატულ მდგომარეობაში ,შეეძლებათ ჩაატარონ ცდები დიფუზიის მოვლენის შესასწავლად,აანალიზებენ და აკეთებენ შესაბამის დასკვნებს. მსჯელობენ და აკვირდებიან დიფუზიის როლს ბუნებასა და ყოფა–ცხოვრებაში,მოჰყავთ მაგალითები.
8)      პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, სახელმძღვანელო, მეცნიერების ენციკლობედია, ექსპერიმენტისთვის საჭირო მასალები.
9)      პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
 მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს პროექტის თემას და მიზნებს,ყოფს კლასს სამუშაო ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება:
I ჯგუფი  ა) ინტერნეტიდან მოიძიოს ინფორმაცია დიფუზიის მოვლენის შესახებ.
ბ) დიფუზიის მოვლენა სითხეში, აირში და მყარ სხეულში. გ) დიფუზიის მოვლენა ცოცხალ ორგანიზმებში.   დ) დიფუზია (ბროუნის მოძრაობა) სასარგებლო და საზიანო.
II ჯგუფი  წარმოადგენს ფოტო მასალას დიფუზიის მიმდინარეობაზე, ადგენს სქემებს,
                   დიაგრამებს.      
III ჯგუფი  განსაზღვრავს   ექსპერიმენტის ჩატარების დროს დიფუზიის მიმდინარეობის სისწრაფეს, მათ რეგულირებას .        
ინფორმაციის მოძიების შემდეგ ხდება მოპოვებული მასალის გაფორმება სხვადასხვა სურათებითა და ილუსტრაციებით.
10)  საგნებთან (საგნობრივ ჯგუფებთან) ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
კავშირი  ბიოლოგიასთან, ქიმიასთან.
11)  პროექტის განხორციელებისა და შედეგების  შეფასება–პრეზენტაცია.
12)  პროექტის ხელმძღვანელი: გია მიგინეიშვილი.
13)  ხელმძღვანელის ელ/ ფოსტა: g.migineishvili@gmail.com
14)  პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი:gmigineishvili.blogspot.com






























Wednesday 26 October 2011

პროექტი - "მსოფლიოს მუზეუმები"

1.პროექტის სახელწოდება: მსოფლიოს მუზეუმები
2.პროექტის მთავარი იდეა:მოსწავლეებმა დამოუკიდებლად მოიძიონ მასალები მსოფლიოს
რომელიმე ცნობილი მუზეუმის ისტორიისა და მასში დაცული ექსპონატების შესახებ.
3.პროექტის აქტუალობა:მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეს სრული წარმოდგენა მუზეუმის როლზე, მის დანიშნულებაზე,ხელოვნების ნიმუშების ესთეტიკურ აღქმაზე.
4.პროექტის მიზანია:  მუზეუმებში დაცულ ექსპონატებში შესაბამისი ეპოქისა და კულტურის ამოცნობისა და ვიზუალური დეტალებით ინფორმაციის მიღების უნარ–ჩვევების განვითარება.
5.მონაწილეთა ასაკი: 6 კლასი
6.ვადები,ხანგრძლივობა: ორი კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლებს შეეძლებათ მოიძიონ მუზეუმებში დაცული ექსპონატები , განსაზღვრონ ეპოქა და სტილი, მათიმნიშვნელობა. იციან მუზეუმის ისტორია და მხატვართა ბიოგრაფიები.
8.პროექტისათვის საჭირო რესურსები:კომპიუტერი,ინტერნეტი,სახელმძღვანელო,ფორმატი,თაბახის ფურცლები,მარკერები და სხვა
9.პროექტის მსვლელობა:
ძირითადი აქტივობები:
დავყოთ მოსწავლეები სამ ჯგუფად:
I.ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციებს ცნობილი მუზეუმების ისტორიისა  და მათში დაცული ექსპონატების შესახებ
II.ჯგუფი დაასაბუთებს მუზეუმის საგანმანათლებლო დანიშნულებას.
III.ჯგუფი არჩევს ექსპონატებს გამოფენისათვის