Wednesday 26 October 2011

პროექტი - "მსოფლიოს მუზეუმები"

1.პროექტის სახელწოდება: მსოფლიოს მუზეუმები
2.პროექტის მთავარი იდეა:მოსწავლეებმა დამოუკიდებლად მოიძიონ მასალები მსოფლიოს
რომელიმე ცნობილი მუზეუმის ისტორიისა და მასში დაცული ექსპონატების შესახებ.
3.პროექტის აქტუალობა:მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეს სრული წარმოდგენა მუზეუმის როლზე, მის დანიშნულებაზე,ხელოვნების ნიმუშების ესთეტიკურ აღქმაზე.
4.პროექტის მიზანია:  მუზეუმებში დაცულ ექსპონატებში შესაბამისი ეპოქისა და კულტურის ამოცნობისა და ვიზუალური დეტალებით ინფორმაციის მიღების უნარ–ჩვევების განვითარება.
5.მონაწილეთა ასაკი: 6 კლასი
6.ვადები,ხანგრძლივობა: ორი კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლებს შეეძლებათ მოიძიონ მუზეუმებში დაცული ექსპონატები , განსაზღვრონ ეპოქა და სტილი, მათიმნიშვნელობა. იციან მუზეუმის ისტორია და მხატვართა ბიოგრაფიები.
8.პროექტისათვის საჭირო რესურსები:კომპიუტერი,ინტერნეტი,სახელმძღვანელო,ფორმატი,თაბახის ფურცლები,მარკერები და სხვა
9.პროექტის მსვლელობა:
ძირითადი აქტივობები:
დავყოთ მოსწავლეები სამ ჯგუფად:
I.ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციებს ცნობილი მუზეუმების ისტორიისა  და მათში დაცული ექსპონატების შესახებ
II.ჯგუფი დაასაბუთებს მუზეუმის საგანმანათლებლო დანიშნულებას.
III.ჯგუფი არჩევს ექსპონატებს გამოფენისათვის

No comments:

Post a Comment